English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ხათუნა თაბაგარი
ნავთობის როლი მსოფლიო ეკონომიკაში (ნავთობის მწარმოებელი 10 წამყვანი ქვეყნის მაგალითზე)

დღეისთვის ნავთობი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ენერგო რესურსია, შესაბამისად, მისი წარმოება და ექსპორტი ზრდადი ტენდენციით ხა სიათდება [1, გვ.6,17]. ის გამოიყენება სხვადასხვა მიზნისთვის, როგო რიცაა ტრანსპორტი (71%), მრეწველობა (24%), კომერციული მოხმარება (5%) და ელექტროენერგიის წარმოება (1%) [2, გვ.1]. ნავთობი ყველა სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მისი დიდი რაოდენობით წარმოება გარკვეულ ძალაუფლებასთანაა დაკავშირებული. ნავთობის ფასი დგინდება თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე სასაქონლო ბირჟებზე, სადაც ფორმდება ფიუჩერსული კონტრაქტები. ნავთობის ფასზე ორი კანონი მოქმედებს: ყველა ნედლეულის ფასი დამოკიდებულია ნავთობის ფასზე, ნედლეულის ფასი დგინდება აშშ დოლარით, რის გამოც ის დამოკიდებულია სწორედ დოლარის გაცვლით კურსზე [3, გვ.503]. ნავთობის როლზე გავლენას სამი ფაქტორი ახდენს: საწვავის ფასს განსაზღვრავს ნავთობის ფასი, ნავთობის ფასის სტაბილურდება საჰეჯინგო (დაზღვევის) კონტრაქტებით და ნავთობი ყველაზე მოთხოვნადი რესურსია მსოფლიოში 2016 წლის მონაცემების მიხედვითაც კი [3, გვ.33]; [1, გვ.17]. წინამდებარე სტატიის მიზანია განისაზღვროს ნავთობის ათი მთავარი მწარმოებელი ქვეყნის მიერ წარმოებული ნავთობის მოცულობა, შესაბამისი შემოსავალი, მშპ და ნავთობის წარმოებიდან მიღებული შემოსავლის წილი მათ მშპ-ში.

საკვანძო სიტყვები: ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები; ნავთობის წარმოებიდან მიღებული შემოსავალი; ნავთობის ფასი; მშპ და ნავთობი.

მეთოდოლოგია და გამოთვლები

წინამდებარე ნაშრომის მიზნებიდან გამომდინარე, ნავთობის წამყვანი მწარმოებელი ქვეყნების მიერ ნავთობის წარმოებიდან მიღებული შემოსავალი გაანგარიშებულია შემდეგი მეთოდოლოგიით:

ნავთობის საშუალო წლიური ფასები, ნავთობის წამყვანი მწარმოებელი ქვეყნების მიერ წარმოებული ნავთობის მოცულობები და მათგან მიღებული ამონაგები 1985-2016 წლებში [4, გვ.1]; [1, გვ.6]; [5, გვ.1].

ცხრილი 1

 

ცხრილი 2


რადგან ნაშრომში უკვე გამოთვლილია ნავთობის წამყვანი ქვეყნების მიერ ნავთობის წარმოებიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს განვსაზღვროთ, თუ რა წილს იკავებს აღნიშნული ქვეყნების მიერ ნავთობის წარმოებიდან მიღებული სარგებელი მათ მშპ-ში 2016 წლისათვის.

Vr / GDPr * 100% = Nr ;

სადაც Vr ნავთობის წამყვანი მწარმოებელი ქვეყნების მიერ წარმოებული ნავთობის მოცულობაა, GDPr – მათი მშპ, Nr – აღნიშნული ქვეყნების მშპ-ში ნავთობის წარმოებიდან მიღებული შემოსავლის პროცენტული წილი, ხოლო r – ქვეყნების რიგითობა. (იხ. ცხრილი 3). 

ნავთობის წამყვანი 10 მწარმოებელი ქვეყნის მიერ წარმოებული ნავთობი პროცენტულად, მისი წარმოებიდან მიღებული შემოსავალი, მათი მშპ და ნავთობის წარმოებიდან მიღებული შემოსავლის % წილი მშპ-ში 2016 წლის მიხედვით [1, გვ.6], [4, გვ.1]; [5, გვ.1].

ცხრილი 3

 

მოყვანილი სტატისტიკის პროგნოზი

მოყვანილი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით [1, გვ. 6], ზოგადად, ნავთობის წამყვანი მწარმოებელი ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ეკონომიკური და პოლიტიკური ნიშნის მიხედვით, ასევე, მათ მიერ წარმოებული ნავთობის მოცულობით და ნავთობის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლით.

ნავთობის მსოფლიო ათ მწარმოებელ ქვეყანას განეკუთვნება: საუდის არაბეთი, რუსეთის ფედერაცია, აშშ, ერაყი, კანადა, ირანი, ჩინეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი და ბრაზილია [1, გვ.6], საიდანაც ხუთი მათგანი არის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანების – OPEC-ის წევრი (ანუ Organization of Petroleum Exporting Countries) (საუდის არაბეთი, ირანი, ქუვეითი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ერაყი) [6, გვ.1]. შესაბამისად, მათი წვლილი უფრო მეტია ნავთობის წამყვან მწარმოებელ სახელმწიფოთა ჩამონათვალში. ეს შემდეგში გამოიხატება: OPEC-ი აქვეყნებს წლიურ ნავთობის ბაზრის ანალიზსა და თვიურ ბიულეტენს. ამით იგი ადგენს ნავთობის წარმოების სავალდებულო მოცულობებს (კვოტებს), თუ რომელმა სახელმწიფომ რა რაოდენობის ნავთობი უნდა აწარმოოს. ნავთობის მსოფლიო მარაგების მიხედვით კი, OPEC-ის წევრ ქვეყნებს გააჩნიათ ხელშესახები ბერკეტები, რათა მთლიანად გააკონტროლოს ნავთობის ბაზარი [3, გვ.514]; [1, გვ.6]. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპორტიორი ქვეყნები შეთანხმებულად მოქმედებენ და უფრო მეტად შეუძლიათ ნავთობის მსოფლიო გავლენის მოხდენა. მოყვანილი მონაცემებისა და გამოთვლების მიხედვით (ცხრილი 1, 2, 3), საუდის არაბეთი 2016 წლის ნავთობის წარმოების მოცულობით, პირველ ადგილს იკავებს მსოფლიო წარმოების 3,40%-ით, რამაც მის მშპ-ში 38,9% შეადგინა.გასათვალისწინებელია ისიც, რომ საუდის არაბეთი OPEC-ის წევრი ქვეყანაა. მასთან შედარებით, რუსეთმა ამავე წელს აწარმოა მსოფლიოში წარმოებული ნავთობის 12,60%, რაც მისი მშპ-ის თითქმის 20%-ია. 

აშშ ნავთობის მსოფლიო მწარმოებელთა შორის მართალია მესამე ადგილს იკავებს 12,40%-ით, თუმცა ნავთობის წარმოებიდან მიღებულმა შემოსავალმა მის მშპ-ში მხოლოდ 1,3% შეადგინა. საუდის არაბეთისა და რუსეთისგან განსხვავებით აშშ-ის ეკონომიკის მთავარი დასაყრდენი ნავთობის არ არის, მიუხედავად იმისა, რომ იგია ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი [7, გვ.9]; [8. გვ. 424-425].

ერაყი ნავთობის მსოფლიო მწარმოებელ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს 5%-ით, რაც მისი მშპ-ის 54,8%-ის ტოლია. საუდის არაბეთთან შედარებით, ერაყი უფრო მეტად არის დამოკიდებული ნავთობზე, ამიტომ ისიც მგრძნობიარეა ნავთობის საერთაშორისო ფასის ცვლილების მიმართ. ამავე პერიოდში კანადა არის ნავთობის მსოფლიო მე-5 მწარმოებელი სახელმწიფო 6,1%-ით, რაც მისი მშპ-ის 6,1%-ია. ის, აშშ-ის მსგავსად, ნაკლებად არის დამოკიდებული ნავთობის წარმოებიდან მიღებულ შემოსავალზე.

ირანი მსოფლიო ნავთობის წარმოებაში იკავებს მე-6 ადგილს 4,9%-ით, რაც მისი მშპ-ის 22%-ია. ირანი, ზემოხსენებული უმეტესი ქვეყნების მსგავსად, დამოკიდებულია ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზე. იგი OPEC-ის წევრი ქვეყანაა, რაც მას გარკვეულ იმიჯს უქმნის საერთაშორისო ეკონომიკასა და პოლიტიკაში.

ჩინეთი აწარმოებს მსოფლიო ნავთობის 4,60%-ს და იკავებდა მე-7 ადგილს 2016 წლისთვის. ნავთობის წარმოებიდან მიღებული სარგებელი ჩინეთის მშპის 0,8%-ია. მოცემული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ჩინეთის მშპ ნავთობის წარმოებაზე არათუ დამოკიდებულია, არამედ ცდილობს შემოიტანოს დამატებით 379 მლნ ტონა ნავთობი. იგი მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელია [1, გვ. 33]. არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა 2016 წელს აწარმოა მსოფლიო ნავთობის წარმოების 4,2%, რომელმაც მშპ-ის 2,3% შეადგინა. გაერთიანებული საამიროების მშპ არ ემყარება ნავთობის წარმოებიდან მიღებულ შემოსავალს, ირანის, ერაყის, საუდის არაბეთისა და რუსეთის მსგავსად. ქუვეითი არის ოპეკის ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი ქვეყანა. 2016 წელს მან მეცხრე ადგილი დაიკავა ნავთობის მსოფლიო წარმოებაში 3,5%-ით, რაც მისი მშპ-ის 59,2%-ია. ქუვეითი ყველაზე მეტადაა დამოკიდებული ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზე. ბრაზილიისთვის ნავთობი, აშშ-ის, კანადის, ჩინეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მსგავსად, მოკრძალებულ ადგილს იკავებს მის მშპ-ში – თითქმის 3%-ს. ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები პირობითად ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ:1) ქვეყნები, რომელთა ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია ნავთობზე და 2) ქვეყნები, სადაც ნავთობის მრეწველობა ეკონომიკის ერთ-ერთი დარგია. ამ მეორე ქვეყნებმა და, პირველ როგში აშშ-მ, ნავთობის ფასით მანიპულირებით მთლიანად შეიძლება გააკონტროლოს პირველი ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ზუსტად ამაში გამოიხატებოდა რ.რეიგანის „ნავთობის ახალი პოლიტიკური ეკონომია", რომელმაც ფაქტიურად სსრკ დაშალა. კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი ტენდენვიები დღესაც ძალაშია.

ნავთობის წარმოებაზე არათუ დამოკიდებულია, არამედ ცდილობს შემოიტანოს დამატებით 379 მლნ ტონა ნავთობი. იგი მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელია [1, გვ. 33]. არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა 2016 წელს აწარმოა მსოფლიო ნავთობის წარმოების 4,2%, რომელმაც მშპ-ის 2,3% შეადგინა. გაერთიანებული საამიროების მშპ არ ემყარება ნავთობის წარმოებიდან მიღებულ შემოსავალს, ირანის, ერაყის, საუდის არაბეთისა და რუსეთის მსგავსად. ქუვეითი არის ოპეკის ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი ქვეყანა. 2016 წელს მან მეცხრე ადგილი დაიკავა ნავთობის მსოფლიო წარმოებაში 3,5%-ით, რაც მისი მშპ-ის 59,2%-ია.

ქუვეითი ყველაზე მეტადაა დამოკიდებული ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზე.

ბრაზილიისთვის ნავთობი, აშშ-ის, კანადის, ჩინეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მსგავსად, მოკრძალებულ ადგილს იკავებს მის მშპ-ში – თითქმის 3%-ს. ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები პირობითად ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ:1) ქვეყნები, რომელთა ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია ნავთობზე და 2) ქვეყნები, სადაც ნავთობის მრეწველობა ეკონომიკის ერთ-ერთი დარგია. ამ მეორე ქვეყნებმა და, პირველ როგში აშშ-მ, ნავთობის ფასით მანიპულირებით მთლიანად შეიძლება გააკონტროლოს პირველი ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ზუსტად ამაში გამოიხატებოდა რ.რეიგანის „ნავთობის ახალი პოლიტიკური ეკონომია~, რომელმაც ფაქტიურად სსრკ დაშალა. კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი ტენდენვიები დღესაც ძალაშია.

* * *

ნავთობის მსოფლიო ათი მწარმოებელი ქვეყანა ერთმანეთისგან განსხვავდება პოლიტიკური და ეკონომიკური ნიშნებით. მათგან ხუთი სახელმწიფო არის OPECის წევრი სახელწმიფო: საუდის არაბეთი, ერაყი, ირანი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი. ჯამში ისინი ერთად აწარმოებენ ნავთობის მსოფლიო წარმოების 31%-ს. თუ მხედველობაში მივიღებთ OPEC-ის მიზნებს, რაც გულისხმობს ნავთობის მსოფლიო წარმოების მოცულობისა და მისი ფასის რეგულირებას, აღნიშნულ ქვეყნებს საკმარისი ძალა და ძალაუფლება გააჩნიათ ამ თვალსაზრისით. ჩამოთვლილი სახელმწიფოებიდან ნავთობის წარმოებიდან მიღებულ შემოსავალზე მკვეთრად დამოკიდებულია საუდის არაბეთი, ერაყი, ირანი და ქუვეითი. ძალიან მცირე წილი უკავია ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებს მხოლოდ არაბეთის გაერთიანებული საამიროების მშპ-ში.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მხრივაც გამოირჩევა ისევ OPEC-ის წევრი ხუთივე ქვეყანა და შემდეგ რუსეთის ფედერაცია და კანადა. სხვა დანარჩენ ქვეყნებს, რუსეთის გარდა, შემოსავლების ასპექტით უმნიშვნელო ადგილი უკავია ნავთობის წარმოებას, ამიტომ მათთვის წარმოების მოცულობის თუ ფასის ცვლილება ნაკლებად მტკივნეულად აისახება მათ ეკონომიკაზე.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ნავთობის წარმოება მნიშვნელობას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ დაკარგავს. ახლო აღმოსავლეთის ნავთობის წამყვან მწარმოებელ ქვეყნებს გაცილებით დიდი უპირატესობა გააჩნიათ საერთაშორისო ეკონომიკაში და მათ წარმოების მოცულობის ცვლილებით გავლენის მოხდენა შეუძლიათ მსოფლიო გეოეკონომიკასა და გეოპოლიტიკაზე, ვიდრე სხვა დანარჩენ ქვეყნებს.

ლიტერატურა:

1. BP Statistical Review of World Energy”, London: BP, 2017, 52 p.

2. Institute for energy research – (hƩ p://instituteforenergyresearch.org/topics/encyclopedia/petroleum/)

3. თვალჭრელიძე, ა., ბერბერაშვილი, თ., ოთარაშვილი, მ. ნედლეულის ეკონომიკა. ნედლეულის როლი გლობალიზებულ სამყაროში, თბილისი, გამომც. ნეკერი, 2016, 540 გვ

4. International Monetary Fund, Commodity Prices (http://www.imf.org/external/np/ res/commod/index.aspx)

5. World Data Bank, World Development Indicators (http://databank.worldbank.org/ data/reports.aspx?Code=NY.GDP.MKTP.KD.ZG&id=1ff4a498&report–name=Popular-Indicators&populartype=series&ispopular=y)

6. Organization of Petroleum Exporting Countries – OPEC (http://www.opec.org/opec– web/en/);

7. "Focus on Iran. Georgia and Iran: Opportunities for "Finding keys to the door”, Tbilisi: ERPC – Economic Policy Research Center, 2016, 32 p.

8. Sabitova, N., Shavaleyeva, C. Oil and gas revenues of the Russian Federation: Trends and prospects, Elsevier B.V., 2015, 6 p.